ელ-კლასიკო 24 ოქტომბერს გაიმართება
ელ-კლასიკო 24 ოქტომბერს გაიმართება

ესპანეთის ლა ლიგამ გამოაცხადა მეშვიდე ტურის მატჩების ჩატარების თარიღები.

სეზონის პირველი ელ-კლასიკო „ბარსელონასა“ და „რეალს“ შორის შაბათს, 24 ოქტომბერს გაიმართება. მატჩი „კამპ ნოუზე“ თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება. ასეთი ადრეული დასაწყისით გათვალისწინებულია აზიის აუდიტორიის ინტერესი. შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების ქვეშ გაიმართება.

ესპანეთის ჩემპიონატის ხუთი ტურის შემდეგ, „რეალი“ 10 ქულით გათამაშების ცხრილის ლიდერია, „ბარსელონას“ შვიდი ქულით მეხუთე ადგილი უჭირავს. ამასთან, მადრიდელებს ოთხი მატჩი აქვთ ჩატარებული, კატალონელებს – სამი.