ელ კლასიკო 18 დეკემბრისთვის გადაიდო
ელ კლასიკო 18 დეკემბრისთვის გადაიდო
ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის მატჩი „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალს“ შორის 18 დეკემბრისთვის გადაიდო. ამის შესახებ რადიო Cadena Ser-მა გამოაცხადა.
თავდაპირველად, ამ შეხვედრის ჩატარება 26 ოქტომბრისთვის იგეგმებოდა.
გადაწყვეტილება ლა ლიგას საშეჯიბრო კომიტეტმა, კატალონიაში დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის გამო მიიღო.

უფრო ადრე, გუნდებმა ვერ მოილაპარაკეს იმაზე, რომ 26 ოქტომბრის მატჩი მადრიდში გამართულიყო, ხოლო მეორე წრის შეხვედრა 2020 წლის პირველ მარტს – ბარსელონაში.