ეკვადორის პრეზიდენტის მანქანას კანარის პროვინციაში 500-მდე ადამიანი თავს დაესხა, მოქალაქეებმა მანქანას ქვები დაუშინეს
ეკვადორის პრეზიდენტის, დანიელ ნობოას მანქანას 500-მდე ადამიანი თავს დაესხა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ესვრიან მოქალაქეები ქვებს ნობოას მანქანას.
შემთხვევა კანარის პროვინციაში მოხდა. მომხდარის გამო, უკვე დააკავეს ხუთი ადამიანი. ნობოას ოფისმა განაცხადა, რომ ყველა დაკავებულს ტერორიზმისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წაუყენებენ.
ეკვადორში დაძაბულობა დიზელზე სუბსიდიების გაუქმების გამო დაიწყო. მკვიდრი ხალხების კონფედერაციამ გაფიცვა 16 დღის წინ დაიწყო.
The narco-gangs of Ecuador carried out an assassination attempt of the country’s conservative President Daniel Noboa today.
They shot st his car while other far-left protesters threw stones at it.
Noboa is a known as the “Nayib Bukele of Ecuador” pic.twitter.com/l3UxzhT0wh
— Visegrád 24 (@visegrad24) October 8, 2025