ეკვადორის ექსპრეზიდენტი რაფაელ კორეა ადამიანის გატაცების ბრალდებით სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს

09:09, 08.11.2018

ეკვადორის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის ექსპრეზიდენტი რაფაელ კორეა სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს. როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება, ეკვადორის ყოფილ ლიდერს ადამიანის გატაცებაში ედება ბრალი.

რაფაელ კორეასთან ერთად, სასამართლოში უნდა წარდგნენ ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი პაბლო რომერი და ორი ყოფილი პოლიციელი.

საქმე ეხება ეკვადორელ დეპუტატ ფერნანდო ბალდეს, რომელიც ბოგოტაში 2012 წელს გაიტაცეს.

ამჟამად ეკვადორის ყოფილი პრეზიდენტი ოჯახთან ერთად ბელგიაში ცხოვრობს. თავად კორეამ სასამართლოს გადაწყვეტილებას ფარსი უწოდა.

მსგავსი