ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი დონალდ ტრამპის კომენტარს გამოეხმაურა
ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი დონალდ ტრამპის კომენტარს გამოეხმაურა

16 წლის შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომენტარს გამოეხმაურა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიკრობლოგ „ტვიტერში“ გაერო-ს კლიმატურ სამიტზე გრეტა ტუნბერგის გამოსვლა გააზიარა.

„ჩანს, რომ ის ძალიან ბედნიერი ახალგაზრდა გოგონაა, ნათელი და მშვენიერი მომავლის მოლოდინში, ისეთი კარგი სანახავია“, – წერს დონალდ ტრამპი.

მალევე, გრეტა ტუნბერგმა „ტვიტერში“ საკუთარი ბიოგრაფია ჩაასწორა და დაწერა: „ძალიან ბედნიერი ახალგაზრდა გოგონაა, ნათელი და მშვენიერი მომავლის მოლოდინში“.