„ეკიპმა“ ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელები გაიხსენა - რატომ ვერ გაამართლა  იმედი ჩაკვეტაძემ
„ეკიპმა“ ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელები გაიხსენა - რატომ ვერ გაამართლა იმედი ჩაკვეტაძემ

ფრანგულმა გამოცემა „ეკიპმა“ 2019 წლის ივნისში ევროპის ყველაზე იმედისმომცემი 20-წლამდელი 50 ახალგაზრდა ფეხბურთელი დაასახელა. ახლა გამოცემამ ეს სია გაიხსენა.

„გავიხსენოთ ტოპ50 და ვთქვათ, ვინ გაამართლა იმედები და ვინ – ვერა“ – წერს გამოცემა.

ფრანგული გამოცემა აღიარებს, რომ რჩეულებში აუტსაიდერად ერლინგ ჰაალანდი დაასახელა, რომელიც მხოლოდ 50-ე ადგილზე მოხვდა, მაგრამ ნორვეგიელმა თავდამსხმელმა 50 რჩეულში ყველაზე დიდი პროგრესი განიცადა, ავსტრიული „ზალცბურგიდან“ დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადავიდა და გოლების გატანას გერმანულ გრანდშიც აგრძელებს – 12 გოლი 11 მატჩში.

ფრანგულმა გამოცემამ გიორგი ჩაკვეტაძეც გაიხსენა, რომელიც სიაში ჰაალანდს უსწრებდა – საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ შემტევი სიაში 47-ე ადგილზე მოხვდა. ცხადია, ტრავმების გამო გიორგიმ იმედები ვერ გაამართლა. „ეკიპმა“ ამის მიზეზად ტრავმა დაასახელა.

სერიოზულად დაშავებულები – გიორგი ჩაკვეტაძე ამ სიაში მოხვდა. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი მარტში დაშავდა და მოედანს მხოლოდ ნოემბერში დაუბრუნდა.