„ეკიპმა“ „რეალის“ მწვრთნელობის ორი მთავარი კანდიდატი დაასახელა #1TVSPORT
მადრიდის „რეალი“ განიხილავს მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრისა და მაურისიო პოჩეტინოს მიწვევის ვარიანტებს, – წერს ფრანგული გაზეთი L’Équipe-ი.
„რეალის“ ამჟამინდელი დამრიგებლის, ალვარო არბელოას მდგომარეობა არასტაბილურია გუნდის ცუდი შედეგების ფონზე: ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა და თითქმის წაგებული საჩემპიონო რბოლა ლა ლიგაში.
გუნდის სამწვრთნელო ჯგუფში გადაადგილებების შემთხვევაში გამოკვეთილია ორი ძირითადი კანდიდატი – „მილანის“ ამჟამინდელი დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი და ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო.
უფრო ადრე „რეალი“ ასევე განიხილავდა დიდიე დეშამის კანდიდატურას, რომელიც მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს საფრანგეთის ნაკრებს.