„ეკიპმა“ დაწერა, ვინ შეიძლება შეცვალოს სალაჰი „ლივერპულში“ #1TVSPORT
„ლივერპულს“ დაგეგმილი აქვს „მონაკოდან“ ნახევარმცველ მაგნეს აკლიუშის შეძენა, – იტყობინება გაზეთი L’Equipe-ი.
წყაროს ცნობით, 24 წლის ფრანგს განიხილავენ მოჰამედ სალაჰის შესაძლო შემცვლელად, რომელიც ამ ზაფხულს დატოვებს ინგლისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით.
„ლივერპული“ მზად არის გადაიხადოს 50 მილიონი ევრო, რომელსაც „მონაკო“ ითხოვს. მაგრამ არნე სლოტის გუნდს კონკურენცია მოუწევს „ტოტენჰემთან“.
აკლიუში „მონაკოში“ 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მისი ხელშეკრულება 2028 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. ამ სეზონში ნახევარმცველმა 42 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, შვიდი გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.