„ეკიპმა“ დაწერა, რომ პოჩეტინო ახლოს არის „მანჩესტერ იუნაიტედში“ დანიშვნასთან #1TVSPORT
„ეკიპმა“ დაწერა, რომ პოჩეტინო ახლოს არის „მანჩესტერ იუნაიტედში“ დანიშვნასთან #1TVSPORT

“პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო პოჩეტინო, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩაუდგეს სათავეში. ამის შესახებ დაწერა გაზეთ „ეკიპის“ ჟურნალისტმა დომინიკ სევერაკმა.

„მას არ აქვს შესაძლებლობა ილაპარაკოს ამ თემაზე სეზონის დასრულებამდე, მაგრამ გარიგება თითქმის დადებულია. მე ვამბობ იმას, რაც ვიცი. „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურს მისი გუნდში ხილვა, პოჩეტინოს სურვილი კი „იუნაიტედში“ გამგზავრებაა. ასე რომ, მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან“ – განაცხადა სევერაკმა.

ცოტა ხნის წინ, გამოცემა RMC-მ დაწერა, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ წასვლის ნებას დართავს პოჩეტინოს მას შემდეგ, რაც თავად მოელაპარაკება ზინედინ ზიდანს.