„ეკიპის“ ვერსიით, „სენტ-ეტიენი“ საფრანგეთის ლიგა 2-ის ერთ-ერთი ფავორიტია #1TVSPORT
„ეკიპის“ ვერსიით, „სენტ-ეტიენი“ საფრანგეთის ლიგა 2-ის ერთ-ერთი ფავორიტია #1TVSPORT

საფრანგეთში ლიგა 2 ახალი სეზონის ფავორიტები „სენტ-ეტიენი“ (სადაც ზურიკო დავითაშვილი თამაშობს), „მონპელიე“ და „რეიმსი“ არიან, რომლებიც ლიგა 1-ში დასაბრუნებლად იბრძოლებენ – ასე ფიქრობს ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა „ეკიპი“.

„ახალი სეზონი დაგვანახებს, რას შეძლებს მყარი ფინანსური მდგომარეობით ლიგა 2-ის ერთ-ერთი ფავორიტი „სენტ-ეტიენი“ – გაახარებს თუ არა ქომაგებს გუნდი, რომელმაც ლიდერები შეინარჩუნა.

„მწვანეების“ ლიგა 2-ში დაბრუნება ცუდი ამბავი არ არის ჩემპიონატში მონაწილე დანარჩენი 17 კლუბისთვის ბილეთების გაყიდვის კუთხით, მით უმეტეს, იმ ფინანსური კრიზისის ფონზე, რომელშიც ფრანგული პროფესიული ფეხბურთი იმყოფება“, – წერს „ეკიპი“.

სენტ-ეტიენი“ საფრანგეთის ლიგა 2-ში 16 აგვისტოს მეორე ტურის შეხვედრას გამართავს და საკუთარ მოედანზე „როდეზს“ უმასპინძლებს – მატჩი 22:00 საათზე დაიწყება.