„ეკიპის“ ინფორმაციით, ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ნაკრების ჩაბარებასთან ახლოსაა #1TVSPORT
ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელობისთვის ემზადება, – ინფორმაციას გავლენიანი ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, 53 წლის სპეციალისტი მზადაა, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს სათავეში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩაუდგეს და მთავარი მწვრთნელის პოსტზე დიდიე დეშამი შეცვალოს.
ზიდანი ბოლოს მადრიდის „რეალში“ მუშაობდა და გუნდი 2021 წელს დატოვა. ესპანურ გუნდთან ერთად მან სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა – 2016, 2017 და 2018 წლებში.
რაც შეეხება საფრანგეთის ნაკრების ამჟამინდელ მწვრთნელს, დეშამი გუნდს 2012 წლის ივლისიდან ავარჯიშებს. მისი განცხადებით, თანამდებობას მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს.