„ეკიპის“ ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენი“ „ლილის“ მეკარის, ლუკა შევალიეს დამატებასთან ახლოსაა #1TVSPORT
„ეკიპის“ ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენი“ „ლილის“ მეკარის, ლუკა შევალიეს დამატებასთან ახლოსაა #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა, „პარი სენ-ჟერმენმა“ „ლილის“ მეკარესთან, ლუკა შევალიესთან ხუთწლიან კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია, – ინფორმაციას გამოცემა „ეკიპი“ ავრცელებს.

წყაროს ცნობით, „პარი სენ-ჟერმენი“ 23 წლის ფრანგი მეკარის სანაცვლოდ „ლილს“ 40 მილიონ ევროს გადაუხდის. შევალიემ პარიზულ კლუბში, შესაძლოა, ჯანლუიჯი დონარუმა შეცვალოს, რომელთანაც კლუბი ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდება. იტალიელის მოქმედი ხელშეკრულება 2026 წლის ივნისში იწურება.

ლუკა შევალიე საფრანგეთის ლიგა 1-ის 2024/2025 წლის სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. ის ერთ შეხვედრაში საშუალოდ 2.8 ბურთს იგერიებს.

„პარი სენ-ჟერმენი“ ასევე ახლოს არის უკრაინელი მცველის, ილია ზაბარნის შეძენასთან. პარიზელები ინგლისურ „ბორნმუთთან“ ტრანსფერის უკანასკნელ დეტალებს ათანხმებენ.