„ეკიპის“ ინფორმაციით, კილიან მბაპე „ბენფიკასთან“ პლეიოფის საპასუხო მატჩს გამოტოვებს #1TVSPORT
Kylian Mbappe centre-forward of Real Madrid and France during the UEFA Champions League 2024/25 League Phase MD6 match between Atalanta BC and Real Madrid C.F. at Stadio di Bergamo on December 10, 2024 in Bergamo, Italy. (Photo by Jose Breton/Pics Action/NurPhoto via Getty Images)
მადრიდის „რეალს“ კილიან მბაპე „ბენფიკასთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ დაეხმარება, – ინფორმაციას ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ფეხბურთელს მარცხენა მუხლი აქვს დაზიანებული და მოედანზე გასვლას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შეძლებს. მან ტრავმა გუნდის უკანასკნელი ვარჯიშის დროს მიიღო.
კილიან მბაპე მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია – მის ანგარიშზე 13 გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.
„რეალმა“ ლისაბონური გუნდი პირველ შეხვედრაში სტუმრად 1:0 დაამარცხა. განმეორებითი მატჩი 25 თებერვალს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.