„ეკიპი“ - პსჟ საფრანგეთის ჩემპიონად გამოცხადდა
„ეკიპი“ - პსჟ საფრანგეთის ჩემპიონად გამოცხადდა

2019-20 წლების სეზონის ვადაზე ადრე დასრულების მიუხედავად, „პარი სენ-ჟერმენს“ საფრანგეთის ჩემპიონად აღიარებენ, – ამტკიცებს გამოცემა „ეკიპი“.

სამშაბათს, 28 აპრილს, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარ ფილიპმა გამოაცხადა, რომ სექტემბრამდე ქვეყნის ტერიტორიაზე აიკრძალა მსხვილი სპორტული ტურნირების ჩატარება. აკრძალვა შეეხო საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატსაც. მაშინ არ დაუზუსტებიათ, გამოაცხადებდნენ თუ არა ლიგა 1-ის ჩემპიონს.

ჩემპიონატის შეჩერების მომენტში, გათამაშების ცხრილს პსჟ 68 ქულით ლიდერობდა (27 ტურის შემდეგ). მეორეზე „მარსელი“ 56 ქულით, მესამეზე – „რენი“ (50) იყო.

თუ „პარი სენ-ჟერმენს“ 2019-20 წლების სეზონის ჩემპიონად გამოაცხადებენ, ეს პარიზული კლუბის ისტორიაში მეცხრე ტრიუმფი იქნება.