„ეკიპი“ - პსჟ ნეიმარის გასაყიდად მზად არის
„ეკიპი“ - პსჟ ნეიმარის გასაყიდად მზად არის

„პარი სენ-ჟერმენი“ მზადაა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გამოეთხოვოს თავის ბრაზილიელ ვარსკვლავს ნეიმარს.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის „ეკიპის“ (L’Equipe) ინფორმაციით, პარიზელები ელოდებიან სარფიან წინადადებას: შეთავაზებული თანხა არ უნდა იყოს 222 მილიონ ევროზე ნაკლები – სწორედ ეს თანხა გადაუხადა პსჟ-მ 2017 წელს „ბარსელონას“ ბრაზილიელის სანაცვლოდ. წყარო იტყობინება, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, 27 წლის ნეიმარი თავის ნათესავებს უყვებოდა, რამდენად დაიღალა და უჭირს პსჟ-ში ყოფნა.

მოთამაშის აგენტმა პინი ზაჰავიმ უკვე დაიწყო მუშაობა თავისი კლიენტის ესპანეთში დაბრუნებაზე. „ბარსელონაში“ ფეხბურთელს კარგი მოგონებები დარჩა თანაგუნდელებთან დაკავშირებით, პირველ რიგში, ეს ეხება ლიონელ მესის.

ნეიმარი „ბარსელონაში“ 2013-17 წლებში თამაშობდა. ის კოპა ამერიკას ტრავმის გამო ტოვებს.

დატოვე კომენტარი