„ეკიპი“ – პსჟ-ის სამხრეთამერიკელი ფეხბურთელები ვეინალდუმს ადაპტირებაში ხელს უშლიან, რადგან მასში კონკურენტს ხედავენ #1TVSPORT

12:27, 29.10.2021

ნიდერლანდელ ნახევარმცველს ჯორჯინიო ვეინალდუმს სირთულეები აქვს „პარი სენ-ჟერმენში“ ადაპტაციასთან დაკავშირებით.

პარიზული კლუბის სამხრეთამერიკელი ფეხბურთელები დიდად არ ეხმარებიან ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველს ვარჯიშებზე გუნდთან შეწყობაში, – წერს ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა „ეკიპი“.

ვეინალდუმის მიმართ ამგვარი დამოკიდებულების მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ მოთამაშეები კონკურენციის გამო ნერვიულობენ, კერძოდ, ნიდერლანდელმა შეიძლება სათამაშო დრო წაართვას არგენტინელ ნახევარმცველ ლეანდრო პარედესს.

მსგავსი