„ეკიპი“ - მესი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, ის რონალდოზე ორჯერ მეტს იღებს
„ეკიპი“ - მესი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, ის რონალდოზე ორჯერ მეტს იღებს

ფრანგულმა გამოცემა „ეკიპმა“ გამოაქვეყნა ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სია.

ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს „ბარსელონას“ ფორვარდს ლიონელ მესის – ის თვეში 8.3 მილიონ ევროს იღებს (ეს არის თანხის ოდენობა გადასახადების გადახდამდე). მეორე ადგილზეა კრიშტიანო რონალდო „იუვენტუსიდან” (4.5 მილიონი), მესამეზე – ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენიდან” (3.0 მილიონი).

შემდეგ მოდიან: ანტუან გრიზმანი („ბარსელონა”, 2,9 მლნ), ლუის სუარესი („ბარსელონა”, 2,9 მლნ), გარეტ ბეილი („რეალი”, 2,5 მლნ), ედენ აზარი („რეალი”, 2,5 მლნ) და კილიან მბაპე („პარი სენ-ჟერმენი”, 1,9 მლნ).

პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია – „მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარე დავიდ დე ხეა. ის თვეში 1.76 მილიონ ევროს იღებს.

გერმანიაში ყველაზე მეტს გამოიმუშავებენ რობერტ ლევანდოვსკი და ფილიპე კოუტინიო „ბაიერნიდან” – თითო 1.66 მილიონს თვეში.