„ეკიპი“ - მესი პსჟ-დან წასვლაზე ფიქრობს და კარიერის გაგრძელების ორ ვარიანტს განიხილავს #1TVSPORT
„ეკიპი“ - მესი პსჟ-დან წასვლაზე ფიქრობს და კარიერის გაგრძელების ორ ვარიანტს განიხილავს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ლიონელ მესი ზაფხულში პარიზული კლუბის დატოვებისკენ იხრება, – წერს გაზეთი „ეკიპი“.

პსჟ-ის ხელმძღვანელობას სურს, რომ არგენტინელმა გამოიყენოს კონტრაქტში არსებული პუნქტი და კიდევ ერთი წლით გააგრძელოს ხელშეკრულება საფრანგეთის ჩემპიონთან, მაგრამ, ამასთან, დათანხმდეს ხელფასის შემცირებას, რომელიც დღეს სეზონში 30 მილიონ ევროს უდრის.

პარიზში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ფეხბურთელის აგენტი და მამა ხორხე მესი ესწრებოდა, ეს წინადადება უარყვეს. პსჟ-ის ხელმძღვანელობა ისევ გეგმავს 35 წლის ფეხბურთელის მამასთან შეხვედრას, რათა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიოს.

თავად ლიონელ მესი დაიღალა გუნდის გასახდელში არასტაბილურობით და „პარი სენ-ჟერმენიდან“ წასვლის შესაძლებლობას განიხილავს.

იტყობინებიან, რომ მესისთვის პრიორიტეტულ ვარიანტად რჩება „მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MSL) კლუბში გადასვლა. დიდი ალბათობით, ეს იქნება „ინტერ მაიამი“. გარდა ამისა, ფორვარდი მზად არის მოისმინოს ნებისმიერი წინადადება „ბარსელონასგან“, თუმცა ჯერ კონტაქტი კატალონურ კლუბთან არ ყოფილა.