„ეკიპი“ - მბაპე მზად არის პსჟ-ში დარჩენისთვის
„ეკიპი“ - მბაპე მზად არის პსჟ-ში დარჩენისთვის

„პარი სენ-ჟერმენი“ აპირებს კონტრაქტის გაგრძელებას ფორვარდ კილიან მბაპესთან.

წყაროს ცნობით, ეს საკითხი პრიორიტეტულია კლუბის სპორტული დირექტორისთვის ლეონარდოსთვის. გასულ კვირას, ფუნქციონერი შეხვდა 21 წლის ფორვარდის წარმომადგენლებს, მაგრამ მხარეები ვერ მივიდნენ შეთანხმებამდე.

აღნიშნავენ, რომ მბაპე მზად არის დარჩეს პარიზულ კლუბში, მაგრამ უნდა იცოდეს, როგორ განვითარდება და გაძლიერდება გუნდი და ვინ იქნება მთავარი მწვრთნელი.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ პსჟ-მ მბაპეს შესთავაზა ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი. თავად ფეხბურთელი, ჭორების მიხედვით, დაინტერესებულია „ლივერპულში” კარიერის გაგრძელებით. სიტუაციას ასევე აქტიურად აკვირდება „რეალი“.

მბაპეს მოქმედი კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ 2022 წლის ზაფხულში იწურება.

ამ სეზონში ფეხბურთელმა ექვსი მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი პასი შეასრულა.