„ეკიპი“ - გრიზმანი „ბარსელონას“ შეუთანხმდა
„ეკიპი“ - გრიზმანი „ბარსელონას“ შეუთანხმდა

საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა შეათანხმა ხუთწლიანი კონტრაქტი „ბარსელონასთან“.

ორშაბათს, პირველ ივლისს, გრიზმანის გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევროდან 120 მილიონამდე დაეცემა, რის შემდეგაც ესპანეთის ჩემპიონი გამოაცხადებს „ატლეტიკოს“ ფორვარდის შეძენის შესახებ. გრიზმანი „ბარსელონაში“ გადასვლის სანაცვლოდ, ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებას დათანხმდა – იმ ხუთი წლის განმავლობაში, რომელსაც ის „კამპ ნოუზე“ გაატარებს, სეზონში 17 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, – ამის შესახებ დაწერა ფრანგულმა გამოცემა „ეკიპმა“.

მაისის შუაში გრიზმანმა გამოაცხადა, რომ 2018-19 წლების სეზონის შემდეგ დატოვებდა „ატლეტიკოს“. გასულ წელს მან 37 მატჩი ჩაატარა ესპანეთის ჩემპიონატში, 15 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი პასი შეასრულა.