ეკატერინე გორგოძემ როლან გაროსის კვალიფიკაციის პირველი წრე გაიარა
ეკატერინე გორგოძემ როლან გაროსის კვალიფიკაციის პირველი წრე გაიარა

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ, რომელიც მსოფლიოს 153-ე ნომერია, „დიდი სლემის“ მეორე ტურნირის, „როლან გაროსის“ საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი წრე გაიარა. მან ორ საათსა და ოთხ წუთში 6:4, 2:6, 6:2 მოუგო მსოფლიოს 186-ე ჩოგანს, ჩინელ ჟია-ჟინ ლუს.

პირველ სეტში გორგოძემ თავიდანვე მოიპოვა ინიციატივა და ბრეიკით 3:1 დაწინაურდა, თუმცა 5:3-ზე სეტზე ჩაწოდება ვერ შეძლო, რადგან ჩინელმა უკუბრეიკის შესრულება მოახერხა. მიუხედავად ამისა, მომდევნო გეიმში ქართველმა მეორე ბრეიკი გაახერხა და სეტებში დაწინაურდა.

მეორე სეტში გორგოძე სრულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ რვიდან ვერც ერთი ბრეიკ-პოინტის გამოყენება ვერ შეძლო, მისმა მეტოქეს კი ორი ბრეიკ-პოინტიდან ორივე მოიგო და სეტი მას დარჩა.

გადამწყვეტი პარტიის სტარტზე გორგოძეს კრიტიკული მომენტი დაუდგა, რადგან მისმა მეტოქემ პირველივე გეიმში ბრეიკი აიღო. მაგრამ ამის შემდეგ, ქართველი მთლიანად დომინირებდა კორტზე, ზედიზედ სამი ბრეიკი გააკეთა და როლან გაროსის კვალიფიკაციის მეორე წრეში გავიდა.

ეკატერინე გორგოძე მეორე რაუნდში უკრაინელ კატარინა ზავატსკასა და ბრაზილიელ ბეატრის ჰადად-მაიას შორის მოგებულს შეხვდება. როლან გაროსის ძირითად ბადეში გასასვლელად, ქართველს კიდევ ორი მატჩის მოგება სჭირდება.