ეკატერინე გორგოძე უიმბლდონის საკვალიფიკაციოს მეორე წრეში დამარცხდა
ეკატერინე გორგოძე უიმბლდონის საკვალიფიკაციოს მეორე წრეში დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე უიმბლდონის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე წრეში ჰოლანდიელ არანჩა რუსთან (136-ე ჩოგანი) ორ სეტში, ანგარიშით 3:6, 3:6 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ გორგოძემ, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 150-ე ჩოგანია, პირველი წრეში ორ სეტში დაამარცხა უნგრელი ანა ბოდნარი. უიმბლდონის კვალიფიკაციაში კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშა: მარიამ ბოლქვაძემ (219-ე ჩოგანი) ორ სეტში წააგო უკრაინელ ანგელინა კალინინასთან (135-ე ჩოგანი) – 4:6, 4:6.