ეკატერინე გორგოძე საფრანგეთში წყვილთა თანრიგის ნახევარფინალშია - ჩოგბურთი
ეკატერინე გორგოძე საფრანგეთში წყვილთა თანრიგის ნახევარფინალშია - ჩოგბურთი

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ITF W60 Andrezieux-Boutheon ტურნირის წყვილთა თანრიგის ნახევარფინალშია.

ეკას მეწყვილე კვიპროსის წარმომადგენელი რალუკა სერბანია. ისინი ნახევარფინალში ესპანური წყვილს დაუპირისპირდებიან. საფრანგეთში მიმდინარე ტურნირის დამთავრებისთანავე, გორგოძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ფინეთის ქალაქ ჰელსინკიში შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ფედერაცისი თასზე მონაწილეობის მისაღებად დღეს ფინეთში გაემგზავრა.