ეკატერინე გორგოძე როლან გაროსს გამოეთიშა #1TVSPORT
ეკატერინე გორგოძე როლან გაროსს გამოეთიშა #1TVSPORT

ეკატერინე გორგოძემ ვერ შეძლო როლან გაროსის მეორე წრეში გასვლა. ქართველმა ჩოგბურთელმა ორ სეტში წააგო 18 წლის დანიელთან, კლარა ტაუსონთან – 4:6, 2:6.

პირველმა სეტმა თითქმის თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. ბრეიკ-პოინტები ორივე ჩოგბურთელს ჰქონდა და ერთადერთხელ ამ შანსის გამოყენება მეათე გეიმში დანიელმა მოახერხა, რითაც პირველი სეტის მოგება შეძლო.

მეორე სეტი გორგოძემ კარგად დაიწყო და ბრეიკით დაწინაურდა, რის შემდეგაც ტაუსონმა დიდი უპირატესობა მოიპოვა – 1:2-დან მან სამი ბრეიკი შეასრულა და ზედიზედ ხუთი გეიმის მოგებით დაასრულა შეხვედრა.

შეგახსენებთ, რომ გორგოძე პირველად თამაშობდა „დიდი სლემის“ ტურნირის ძირითად ბადეში.