ეკატერინე გორგოძე ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა #1TVSPORT
ეკატერინე გორგოძე ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა და ძირითად ბადეში ვერ მოხვდა. გორგოძე რეიტინგის 664-ე ჩოგანს, ავსტრალიელ კიმბერლი ბირელის შეხვდა და ორ სეტში 2:6, 1:6 დამარცხდა. შეხვედრა ერთ საათში დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ გორგოძე ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში მაინც იასპარეზებს, ოღონდ – წყვილთა თანრიგში.

ეკატერინესთვის ძალიან წარმატებული გამოდგა 2021 წელი. ქართველმა ჩოგბურთელმა სეზონი ერთეულებში, პოლონეთში 60-ათასიანი ტურნირის მოგებით დაიწყო. შემდეგ კი წყვილთა თანრიგში, რუმინელ ირინა ბარასთან ერთად, კარიერაში პირველად WTA-ის ეგიდის 250-ათასიანი ტურნირის (Transylvania Open) მოგება შეძლო. ამას მოჰყვა მონტევიდეოს, ბუენოს აირესის, ვალენსიას, კარლსრუესა და ბელინცონას ტურნირებზე გამარჯვება. ეკატერინემ წყვილთა რეიტინგში 115-ე ადგილიდან 62-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.