ეკა გიგაურის ადვოკატი – თუ ქართული სასამართლოები ვერ დაადგენენ ცილისწამებას, აუცილებლად წავიღებთ საქმეს სტრასბურგში
თავიდანვე ვაცნობიერებდით, რომ ჩვენ არ შეგვქონდა სარჩელი დამოუკიდებელ სასამართლოში და ეს დაამტკიცა დღევანდელმა სასამართლომ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის ადვოკატმა, თეო ზაქარაშვილმა განუცხადა.
„მიუხედავად ამისა, ჩვენ ვირჩიეთ სამართლებრივი გზა, გავაგრძელებთ დავას, გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. რამდენადაც უცნაური უნდა იყოს, იმ მტკიცებულებების ფონზე, რაც მთელი განხილვების განმავლობაში იყო, სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ არ არის დამოუკიდებელი და გააგრძელა სახელისუფლო ნარატივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის ეკა გიგაურის წინააღმდეგ. თუ ქართული სასამართლოები ვერ დადგებიან თავსი სიმაღლეზე და ვერ დაადგენენ ცილისწამებას, აუცილებლად წავიღებთ საქმეს სტრასბურგში“, – განაცხადა ზაქარაშვილმა.