ეკა ბესელია - ვიღაცამ უთხრას ზარდიაშვილს, კატასტროფაა, რასაც კადრულობს
ეკა ბესელია - ვიღაცამ უთხრას ზარდიაშვილს, კატასტროფაა, რასაც კადრულობს

ვიღაცამ უთხრას ზარდიაშვილს, კატასტროფაა, რასაც კადრულობს, – განაცხადა დეპუტატმა ეკა ბესელიამ კოლეგის, ვანო ზარდიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას.

„პარლამენტში შეიძლება ბევრი შემთხვევით მოხვედრილი ადამიანი იყოს, ისეთიც, რომელიც არ იმსახურებდეს ამ შენობაში ყოფნას, მაგრამ როდესაც პარლამენტია წევრი გქვია, სტატუსი გავალდებულებს, რომ მოიქცე მინიმალური ეთიკის დაცვით. ის, რასაც ეს ადამიანი კადრულობს, არაფერში წერია, არც ეთიკაში და არც მორალში. ყველა ზღვარს რომ გადააბიჯებს ადამიანი, მისმა პატრონმა უნდა გააჩეროს, თუ ამის უნარი აქვს და როგორც ჩანს არ აქვს. ვიღაცამ უთხრას ზარდიაშვილს, რომ ეს არის კატასტროფა, რასაც ის კადრულობს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, არსებობს სტანდარტი რომლითაც მსჯელობს ეთიკის საბჭო, რომელსაც ის მიმართავს.

„არ ვაპირებ, დავტოვო რეაგირების გარეშე, როგორც ჩანს, ეს დაუსჯელობა აძლევს უფლებას პარლამენტის წევრს, რომ ასეთი განცხადებები აკეთოს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია კორუმპირებულია. ამის შესახებ განცხადება მან დღეს გააკეთა.

„ჩემი შეფასებით, ეკა ბესელია ძალიან ახლოს არის კორუფციასთან და კორუფციის რისკის მატარებელია. მან ქვეცნობიერად თავისი პარტიის ფერად აირჩია დოლარის ფერი, დოლარები იმდენად უყვარს. ვინც მის პარტიაში გაწევრიანდება, ან დოლარებისთვის მიდის, ან დოლარების მისაღებად. ჩემი შეფასებით, ეკა ბესელია კორუმპირებულია“, – აცხადებს ზარდიაშვილი.