ეკა ბესელია - რუსეთთან კავშირები „პატრიოტთა ალიანსის“ რიგებში რომ არ ვეძებოთ, გრიგოლ ვაშაძე უფრო ახლო და პირდაპირ კავშირია ჩრდილოელ მეზობელთან
ეკა ბესელია - რუსეთთან კავშირები „პატრიოტთა ალიანსის“ რიგებში რომ არ ვეძებოთ, გრიგოლ ვაშაძე უფრო ახლო და პირდაპირ კავშირია ჩრდილოელ მეზობელთან

არ შეიძლება, „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტების შესახებ ინფორმაცია მქონდეს, მაგრამ რუსეთისკენ გზა, კვალი და კავშირები მათ რიგებში რომ არ ვეძებოთ, „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს გრიგოლ ვაშაძეს უჭერს, რომელიც უფრო ახლო და პირდაპირ კავშირია ჩრდილოელ მეზობელთან – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა.

ბესელიას თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიულ საქმიანობაში ვერ ჩაერევა.

„მათ საქმიანობაში ვერ ჩავერევი. გრიგოლ ვაშაძე კი არის კანდიდატი, რომელსაც პრეზიდენტობა უნდა. „პატრიოტთა ალიანსზე“ საუბარს არ სჯობს, იმაზე ვიფიქროთ, ვაშაძე, რომელიც პრეზიდენტობას აპირებს და ლამის ამისთვის ქვეყანა დააქციონ, პირდაპირი ბმაა ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებთან“, – აღნიშნა ბესელიამ.