ეიფელის კოშკი დამთვალიერებლებისთვის 25 ივნისს გაიხსნება
ეიფელის კოშკი დამთვალიერებლებისთვის 25 ივნისს გაიხსნება

თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ, პარიზის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, ეიფელის კოშკი დამთვალიერებლებისთვის 25 ივნისს გაიხსნება. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 11 წელს ზემოთ ყველა დამთვალიერებელი ვალდებული იქნება, პირბადე ატაროს. ბილეთების შეძენა მხოლოდ ონლაინ იქნება შესაძლებელი, ასევე ადგილზე მისული დამთვალიერებლები ვალდებული იქნებიან, ორმეტრიანი დისტანცია დაიცვან.

„კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, ეიფელის კოშკი 13 მარტს დაიხურა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მოხდა, რომ კოშკი სამი თვის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა.

საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ექვს ივნისს ვერსალის სასახლე გაიხსნა, ლუვრის მუზეუმი კი, დამთვალიერებლებს ექვსი ივლისიდან მიიღებს.