ეგზიტპოლის თანახმად, კოსოვოს საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა უმრავლესობა ვერ მოიპოვა
ეგზიტპოლის თანახმად, კოსოვოს საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა უმრავლესობა ვერ მოიპოვა

ეგზიტპოლის თანახმად, კოსოვოს საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ალბინ ქურთის პარტიამ „თვითგამორკვევის მოძრაობამ“ გაიმარჯვა, თუმცა უმრავლესობა ვერ მოიპოვა.

როგორც მედია წერს, მიმდინარე წელს მეორედ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა დაახლოებით 44 პროცენტით მკაფიო გამარჯვება მოიპოვა.

ტელეარხი Klan Kosova-ს პროგნოზის თანახმად, ნაციონალისტები პარლამენტში 120-დან 49 ადგილს დაიკავებენ, ერთით მეტს, ვიდრე თებერვლის არჩევნებში მიიღეს. ეგზიტპოლის მიხედვით, კოსოვოს დემოკრატიულმა პარტიამ (PDK) თითქმის 27 პროცენტი მოიპოვა, კოსოვოს დემოკრატიულმა ლიგამ (LDK) — დაახლოებით 16 პროცენტი, ხოლო კოსოვოს მომავლის ალიანსმა (AAK) — დაახლოებით შვიდი პროცენტი.

კოსოვოში პოლიტიკური კრიზისი თებერვლის არჩევნების შემდეგ გამწვავდა, მას შემდეგ, რაც ალბინ ქურთის პარტიამ ვერც უმრავლესობის მოპოვება და ვერც კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო. შედეგად, პრეზიდენტი ვიოსა ოსმანი იძულებული გახდა, პარლამენტი დაეთხოვა და ვადამდელი არჩევნები დაენიშნა. ხანგრძლივმა პოლიტიკურმა კრიზისმა კოსოვოს ფინანსური პრობლემებიც შეუქმნა, სერბეთთან 2023 წელს დაძაბულობის გამო, ევროკავშირმა მას სანქციები დაუწესა.