ეგზიტპოლის თანახმად, კოსოვოს მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნებში ხმების უმრავლესობას აიღებს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობას ვერ მოიპოვებს
ეგზიტპოლის თანახმად, კოსოვოს მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნებში ხმების უმრავლესობას აიღებს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობას ვერ მოიპოვებს

ეგზიტპოლის თანახმად, კოსოვოს მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნებში ხმების უმრავლესობას აიღებს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

კოსოვოს ადგილობრივი მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ალვინ კურტის პარტია ხმების 42 პროცენტს მიიღებს, რაც 120-ადგილიან პარლამენტში 47 მანდატს ნიშნავს. პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ მთავარი ოპონენტები არიან „კოსოვოს დემოკრატიული ლიგა“ და „კოსოვოს დემოკრატიული პარტია“, რომელიც კოსოვოს გამათავისუფლებელი არმიის ყოფილი მებრძოლების მიერ არის დაფუძნებული.

2021 წლის არჩევნებში ალბინ კურტის პარტიამ, „თვითგამორკვევის მოძრაობამ“ 120-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. თუ მმართველი პარტია ამჯერად უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს, არჩევნების შემდეგ მას, შესაძლოა, კოალიციური მოლაპარაკებების წარმოება მოუწიოს.