ეგზიტპოლის შედეგებით, აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ ლიდერობს

21:04, 09.02.2020

ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ ლიდერობს.

ამერიკული კომპანია „ართურ ჯეი ფინქეშტეინის“ მონაცემებით, ილჰამ ალიევის პარტიის წევრები 125 ოლქიდან 69-ში ლიდერობენ.

ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, კიდევ 41 ოლქში დამოუკიდებელი დეპუტატები იმარჯვებენ.

სულ ამერიკულმა კომპანიამ ეგზიტპოლი 1 053 საარჩევნო უბანზე ჩაატარა. მათი თქმით, ცდომილება 3,6-დან 3,9 პროცენტს შეადგენს.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში 9 თებერვალს გაიმართა.

მსგავსი