ეგზიტპოლების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი 29 პროცენტით ლიდერობს, ოლაფ შოლცის პარტია 16 პროცენტით მესამე ადგილზეა
ეგზიტპოლების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი 29 პროცენტით ლიდერობს, ოლაფ შოლცის პარტია 16 პროცენტით მესამე ადგილზეა

ეგზიტპოლების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან-სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს.

საარჩევნო უბნებიდან გამოსული ამომრჩევლების გამოკითხვის საფუძველზე, ფრიდრიხ მერცის ბლოკს ამომრჩეველთა ხმების 29 პროცენტი აქვს. ალის ვაიდელის ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მეორე ადგილზეა 19.5 პროცენტით, ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულ „გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ (SPD) კი 16 პროცენტი აქვს.

გერმანიის ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის მემარცხენე-ლიბერალური „კავშირი-90“/„მწვანეები“ 13.5 პროცენტს აგროვებენ.

„მემარცხენე პარტია“ 8.9 პროცენტს აგროვებს, მემარცხენე-პოპულისტური „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ (BSW) – 4.7 პროცენტს, ხოლო ლიბერალური „თავისუფალი დემოკრატიული პარტია“ (FDP) – 4.9 პროცენტს.