ეგზიტპოლების მიხედვით, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოქმედი პრეზიდენტი ანჯეი დუდა ლიდერობს
ეგზიტპოლების მიხედვით, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოქმედი პრეზიდენტი ანჯეი დუდა ლიდერობს

ეგზიტპოლების მიხედვით, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ანჯეი დუდა ლიდერობს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

თუ „იფსოს“ (Ipsos) ეგზიტპოლის მონაცემებს ოფიციალური შედეგებიც დაადასტურებს, მეორე ტურში პრეზიდენტობისთვის ანჯეი დუდა და რაფალ ტშასკოვსკი იბრძოლებენ.

იფსოს“ (Ipsos) მონაცემებით, პოლონეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ხმების 41.8 პროცენტი მოიპოვა, ხოლო ჩასკოვსის ხმა ამომრჩევლების 30,4 პროცენტმა მისცა. „ეიბისი ნიუსის“ ცნობით, ეგზიტპოლის ცდომილების მაჩვენებელი ორი პროცენტია.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტური პოლონეთში 12 ივლისს ჩატარდება.