ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართა ირანელ, ისრაელელ და ამერიკელ კოლეგებთან
ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართა ირანელ, ისრაელელ და ამერიკელ კოლეგებთან

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სამეჰ შუქრიმ ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართა ირანელ, ისრაელელ და ამერიკელ კოლეგებთან. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ეგვიპტის საგარეო უწყების ინფორმაციით, შუქრიმ გააფრთხილა მხარეები, რომ საჭიროა, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან. მან ასევე განაცხადა, რომ საჭიროა დიპლომატიური გადაწყვეტილებების მიღება ღაზაში არსებული კრიზისისა და პალესტინელი ხალხის მდგომარეობის ფონზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ ეგვიპტე მზადაა, იმუშაოს აშშ-თან ერთად, რათა შეაჩერონ მიმდინარე კრიზისი ირანსა და ისრაელს შორის.

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა თავისი ქვეყნის მცდელობა, შეაჩეროს კონფლიქტი ღაზის სექტორში და ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.