ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი ღაზის მოსახლეობის დასახმარებლად ისრაელს სახმელეთო გადასასვლელების გახსნისკენ მოუწოდებს
ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი ღაზის მოსახლეობის დასახმარებლად ისრაელს სახმელეთო გადასასვლელების გახსნისკენ მოუწოდებს

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი სამეჰ შუკრი ისრაელს სახმელეთო გადასასვლელების გახსნისკენ მოუწოდებს, რათა მეტი დახმარება მივიდეს ღაზის სექტორში.

მისი თქმით, ეგვიპტე აგრძელებს ძალისხმევას ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გაცვლის შესახებ შეთანხმებისთვის.

„ისრაელი აკონტროლებს ექვს სასაზღვრო პუნქტს, რომლებიც უნდა გახსნას. სატვირთო მანქანების გრძელი რიგია, რომლებიც ელოდებიან შესვლას, მაგრამ გადიან შემოწმების პროცედურებს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გავზარდოთ სატვირთო მანქანების რაოდენობა, მაგრამ ავტორიზაცია უნდა მოვიდეს. ჩვენ ვმუშაობთ ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებაზე“, – განაცხადა შუკრიმ პრესკონფერენციაზე, მისი ესპანელი კოლეგის კაიროში ვიზიტის დროს.