ეგვიპტეში მძარცველები სახეებს მოჰამედ სალაჰის ნიღბებით მალავდნენ
ეგვიპტეში მძარცველები სახეებს მოჰამედ სალაჰის ნიღბებით მალავდნენ

ეგვიპტის პოლიციამ დააკავა მძარცველთა ბანდა, რომლებიც სახეებს „ლივერპულის“ ფორვარდის მოჰამედ სალაღის ნიღბებით იფარავდნენ.

ოთხი კაცისგან შემდგარი ბანდა ქაიროში მაღაზიის გაქურდვის მომენტში აიყვანეს. ოთხივე სალაჰის ნიღაბს იყენებდა. მძარცველებმა პოლიციის გამოჩენისას მიმალვა სცადეს, მაგრამ ისინი დააკავეს და პოლიციაში გადაიყვანეს.

მოჰამედ სალაჰი „ლივერპულში“ 2017 წლიდან თამაშობს.