ეგვიპტეში ასაფეთქებელი მოწყობილობის გაუვნებელყოფის დროს პოლიციელი დაიღუპა
ეგვიპტეში ასაფეთქებელი მოწყობილობის გაუვნებელყოფის დროს პოლიციელი დაიღუპა

ეგვიპტეში ასაფეთქებელი მოწყობილობის გაუვნებელყოფის დროს პოლიციელი დაიღუპა.

ინციდენტი კაიროს სიახლოვეს მდებარე კოპტურ ეკლესიასთან მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავდა კიდევ ორი სამართალდამცავი და ერთი თვითმხილველი.

ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქ ნასრში მდებარე ეკლესიასთან არსებული შენობის სახურავზე სულ ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

აფეთქება ეკლესიასთან წინ უსწრებდა შობის დღესასწაულს, რომელსაც ქრისტიანი კოპტები 7 იანვარს აღნიშნავენ.