ეგვიპტე-ურუგვაი: მატჩის ანონსი

10:56, 15.06.2018
YEKATERINBURG, RUSSIA  JUNE 14, 2018: Midfielder Carlos Sanchez (L) and forward Edinson Cavani of the Uruguayan men’s national football team training ahead of their upcoming 2018 FIFA World Cup Group A match against Egypt, at Yekaterinburg Arena Stadium. Donat Sorokin/TASS (Photo by Donat SorokinTASS via Getty Images)

YEKATERINBURG, RUSSIA JUNE 14, 2018: Midfielder Carlos Sanchez (L) and forward Edinson Cavani of the Uruguayan men’s national football team training ahead of their upcoming 2018 FIFA World Cup Group A match against Egypt, at Yekaterinburg Arena Stadium. Donat Sorokin/TASS (Photo by Donat SorokinTASS via Getty Images)

15 ივნისი. ეკატერინბურგი. სტადიონი “ცენტრალური”. დასაწყისი – 16:00 (თბილისის დროით)

მსაჯი: ბიორნ კეიპერსი (ჰოლანდია)

მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს A ჯგუფის მატჩი გახსნის, რომელშიც ერთმანეთს ეგვიპტესა და ურუგვაის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. იმის გათვალისწინებით, რომ გახსნის მატჩში რუსეთმა საუდის არაბეთი გაანადგურა (5:0) და პირველი სამი ქულა მოიპოვა, ორივე გუნდისთვის პირველი ტურის მატჩს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ეგვიპტეში დიდი ხანი ელოდნენ ამ დღეს, რადგან იქაურ ნაკრებს 28 წელია მსოფლიოს ჩემპიონატზე არ უთამაშია. ქვეყნისთვის ეს მომენტი სალაჰის ტრავმას შეეძლო გაეფუჭებინა, მაგრამ, როგორც ჩანს, “ლივერპულის” ფორვარდი მატჩისთვის მზად იქნება.

ეგვიპტელთა მეტოქე გაცილებით ტიტულოვანი და გამოცდილია – სამხრეთამერიკელები ორჯერ იყვნენ მსოფლიოს ჩემპიონები და ოთხჯერ გავიდნენ მეოთხე ადგილზე.

ურთიერთშეხვედრები

ეგვიპტე და ურუგვაი მხოლოდ ერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს – 2006 წელს, ამხანაგურ მატჩში, რომელიც ურუგვაელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

საინტერესო ფაქტები:
– ბოლოს ურუგვაის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე სასტარტო მატჩი 48 წლის წინ, 1970 წელს მოიგო. ამის შემდეგ ამ გუნდმა მუნდიალი სამჯერ ფრით და სამჯერ წაგებით გახსნა.
– სამხრეთ ამერიკის შესარჩევში ურუგვაიმ ყველაზე მეტი გაიტანა სტანდარტულებიდან – 14 გოლი.
– ურუგვაის პასების სიზუსტე მხოლოდ 75 პროცენტს შეადგენს, რაც ყველაზე ცოტაა სამხრეთ ამერიკაში.
– ეგვიპტის ნაკრები აბსოლუტური ლიდერია აფრიკაში პასის სისწრაფის მიხედვით. ბურთის ფლობის ერთი წუთის განმავლობაში ეგვიპტელები 15.1 ზუსტ პასს აკეთებენ.

რა თქვეს მწვრთნელებმა

ექტორ კუპერი (ეგვიპტე):

“სალაჰი თავს ძალიან კარგად გრძნობს. ის სწრაფად გადის აღდგენით პროცესს და უკვე ივარჯიშა ჩვენთან ერთად. თითქმის 100 პროცენტით შეიძლება იმის თქმა, რომ ის შეძლებს თამაშს, მაგრამ ჩვენ გუნდურობით ვართ ძლიერი. ძალიან კარგად ვემზადებოდით. ძალიან სერიოზული მეტოქეები გვყავს, მაგრამ ჩვენი მიზანია – ღირსეული ფეხბურთი ვითამაშოთ და ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ”.

ოსკარ ტაბარესი (ურუგვაი):

“48 წელი გავიდა, საქმის კურსში ვართ… ერთის მხრივ, ეს მხოლოდ სტატისტიკაა, მაგრამ არ შეიძლება მას ყურადღება არ მივაქციოთ. ეს ერთგვარი წყველაა, რომელიც უნდა მოვიშოროთ. ფეხბურთელები ოცნებობენ ეგვიპტის დამარცხებაზე, რათა ეს საშინელი ტრადიცია დაარღვიონ. ერთგვარი შიშიც მაქვს, რომ ამაზე ზედმეტად ფიქრმა ხელი არ შეგვიშალოს”.

სავარაუდო შემადგენლობები

ეგვიპტე (4-4-2): ალ შენავი – გაბრი, ჰეგაზი, ფათჰი, აბდელშაფი – ჰამედი, ელნენი, ტრეზეგე, საიდი – სობჰი, სალაჰი.
ურუგვაი (4-4-2): მუსლერა – ვარელა, ხიმენესი, გოდინი, კასერესი – ნანდესი, ვესინო, ბენტანკური, დე არასკაეტა – კავანი, სუარესი.

 

მსგავსი