ეგოიანს ნიდერლანდების ჩემპიონატში საუკეთესო რეიტინგი აქვს – „ჯვაროსნების“ ნახევარმცველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT
ირაკლი ეგოიანი ნიდერლანდების ჩემპიონატის მოთამაშეთა რეიტინგში პირველ ადგილზეა – ასე აფასებს საქართველოს ნაკრების წევრის თამაშს ანალიტიკური ვებგვერდი Sofascore-ი.
„ვილემთან“ ბოლო ტურის მატჩში ეგიოანმა გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა შეასრულა და გასვლით მატჩში „ექსელსიორის“ გამარჯვებაში (3:0) მთავარი როლი ითამაშა. Sofascore-მა მას 9.8 ქულა დაუწერა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 4 მატჩში თავი 2 გოლით და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა – ანალიტიკური პორტალი ეგოიანის თამაშს საშუალოდ 8.55 ქულით აფასებს, რაც ნიდერლანდების ჩემპიონატის ფეხბურთელებში საუკეთესო შედეგია.
აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთმა ავტორიტეტულმა ინტერნეტპორტალმა, Whoscored-მა ბოლო ტურში ეგოიანს 9.0 ქულა დაუწერა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.