ეგოიანმა ნიდერლანდებში ისევ გაიტანა – „ექსელსიორი“ „გრონონგენთან“ დამარცხდა #1TVSPORT

21:27, 11.10.2026

ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდების ერედივიზიონში მორიგი გოლი გაიტანა, მაგრამ „ექსელსიორსი“ შინ „გრონინგენთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა – 1:5.

საქართველოს ნაკრებიდან ნიდერლანდებში დაბრუნებულმა ნახევარმცველმა ერედივიზიონის მე-8 ტურის დაპირისპირებაში თავი 36-ე წუთზე ზუსტად შესრულებული პენალტით გამოიჩინა და ანგარიში გაათანაბრა.

მაგრამ „გრონინგენმა“ ამის შემდეგ 4 გოლი გაიტანა და დამაჯერებლად გაიმარჯვა. „ექსელსიორი“ ნიდერლანდების ჩემპიონატში გამართული 8 ტურის შემდეგ 11 ქულით მე-9 ადგილზეა, ირაკლი ეგოიანის ანგარიშზე კი მიმდინარე სეზონში 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი