ეგეოსის ზღვაში საბერძნეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
ეგეოსის ზღვაში საბერძნეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ეგეოსის ზღვაში საბერძნეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო თვითმფრინავი საპატრულო მისიას ახორციელებდა, რა დროსაც მწყობრიდან გამოვიდა და კატასტროფა კუნძულ სკიროსის ჩრდილოეთით განიცადა.

ჯერჯერობით უცნობია, გადარჩა თუ არა მფრინავი.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში სამხედრო გემები და შვეულმფრენებია ჩართული.

საბერძნეთის საჰაერო ძალებმა ბოლო დღეების განმავლობაში თურქეთთან საზღვაო საზღვართან საპატრულო მისიები გააძლიერა. თურქეთსა და საბერძნეთს შორის დაძაბულობა სადავო კუნძულების გამო წარმოიქმნა.