ეფექტური თამაშითა და გოლებით - „საბურთალომ“ „თელავი“ დაამარცხა #1TVSPORT
ეფექტური თამაშითა და გოლებით - „საბურთალომ“ „თელავი“ დაამარცხა #1TVSPORT

„საბურთალომ“ ეროვნული ლიგის შეხვედრაში „თელავს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა.


საბურთალო – თელავი 3:0


გოლები: 1:0 ჯგერენაია (4), 2:0 სილაგაძე (14. სილას პასით), 3:0 ო. მამაგეიშვილი (64)

 

მერვე ტურის შეხვედრაში, რომელიც რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართა, თბილისელები სწრაფად დაწინაურდნენ. მე-4 წუთზე ანგარიში გიორგი ჯგერენაიამ თავური დარტყმით გახსნა, ხოლო მე-14 წუთზე ლუკა სილაგაძემ ეფექტური გოლით „საბურთალოს“ უპირატესობა გაზარდა – 2:0.

მეორე ტაიმში უკეთ კვლავ თბილისელები გამოიყურებოდნენ, 64-ე წუთზე კი სხვაობა გაზარდეს – ოთარ მამაგეიშვილმა საჯარიმოსთან მეტოქეს ორთაბრძოლა მოუგო და წინ გამოსულ მეკარეს ბურთი თავზე ეფექტურად გადაუგდო – 3:0.

რვა ტურის შემდეგ „საბურთალო“ 12 ქულით მე-4 ადგილზე დაწინაურდა, „თელავი“ (5) კი მე-8 პოზიციაზე დარჩა და წინსვლის შანსი ხელიდან გაუშვა.