ეფექტური შეტევა კრისტალბეთლიგაში - 18 გადაცემა და ქუთაისელთა გოლი
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მეტერთმეტე ტურის პირველი შეხვედრა, რომელსაც წყალტუბოს 26 მაისის სტადიონმა უმასპინძლა, უხვგოლიანი გამოდგა – ლიდერთა მატჩში 6 გოლი გავიდა.
ქუთაისის „ტორპედომ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 3:2 დაამარცხა. ქუთაისელთა სამივე გოლი ეფექტური გამოდგა. განსაკუთრებით აღსანიშნავი მესამე გოლია, რომელიც ბუდუ ზივზივაძემ დააგვირგვინა.
გამარჯვების მომტან შეტევაში „ტორპედოს“ 9 ფეხბურთელი მონაწილეობდა, რომლებმაც 18 პასი ისე გააკეთეს, ბურთი არ დაუკარგავთ და გუნდს 3 ქულა მოუტანეს.