ეფექტური გოლები და სენსაცია კრისტალბეთ ლიგაში - „დინამომ“ „რუსთავი“ ვერ დაამარცხა [ვიდეო]

თბილისის „დინამომ“ „რუსთავი“ ვერ დაამარცხა და ლიდერობის დაბრუნების რეალური შანსი ვერ გამოიყენა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურის ბოლო შეხვედრა, რომელიც „დინამო-არენაზე“ გაიმართა, მოულოდნელი სცენარით განვითარდა და სენსაციური შედეგით დასრულდა. თბილისელებმა თამაში დამაჯერებლად დაიწყეს და ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ: ანგარიში მე-18 წუთზე ლევან შენგელიამ გახსნა, ხოლო მე-60 წუთზე ნიკა ნინუამ თბილისელთა უპირატესობა ეფექტური საჯარიმო დარტყმით ორამდე გაზარდა 2:0.

თამაში ამის შემდეგ მოულოდნელი სცენარით წარიმართა. „რუსთავმა“, რომელიც აუტსაიდერთა ზონაშია, თამაში შემოატრიალა. მატჩის გმირი „დინამოს“ ყოფილი თავდამსხმელი ბექა ქავთარაძე გახდა. მან სხვაობა 54-ე წუთზე შეამცირა, ხოლო 84-ე წუთზე დუბლი შეასრულა, საბოლოო ანგარიში და ძალიან მოულოდნელი შედეგი დააფიქსირა – 2:2.

„რუსთავმა“ „დინამოს“ 9-მატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა და 29 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ხოლო „დინამომ“ 48 ქულით მეორე ადგილი შეინარჩუნა და გათამაშების ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ ქულით ჩამორჩება.

„დინამო“ თბ – „რუსთავი“ 2:2

გოლები: 1:0 შენგელია (18), 2:0 ნინუა (50), 2:1 ბ. ქავთარაძე (54), 2:2 ბ. ქავთარაძე (84).