ედუარდო კამავინგა სეზონის ბოლომდე დაიმტვრა და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ედუარდო კამავინგა ვეღარ შეძლებს ამ სეზონში თამაშს. ფრანგმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო „ხეტაფესთან“ ლა ლიგას 33-ე ტურის მატჩში.
ესპანური კლუბის ხელმძღვანელობა იტყობინება, რომ კამავინგას მარცხენა ბარძაყის კუნთი გაუწყდა. ამ დაზიანების გამო ნახევარმცველი კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზეც ვერ ითამაშებს, რომელიც ივნისში გაიმართება.