ედინსონ კავანის „ატლეტიკოში“ გადასვლა სურს
ედინსონ კავანის „ატლეტიკოში“ გადასვლა სურს

ედინსონ კავანის მამა აცხადებს, რომ ფეხბურთელი მადრიდის „ატლეტიკოში“ დაუყოვნებლივ გადავა, თუ „პარი სენ-ჟერმენი“ ამის საშუალებას მისცემს. ესპანეთის ტელევიზიის გადაცემა „ჩირინგიტოში“ სტუმრობისას ლუის კავანიმ განაცხადა, რომ მის შვილს პარიზულ კლუბში უსამართლოდ ექცევიან, როდესაც ძირითად შემადგენლობაში მეტ დროს არ აძლევენ.

33 წლის ურუგვაელით, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლონდონის „ჩელსიც“ არის დაინტერესებული და მის მიმართ აღფრთოვანება „აროსტოკრატთა“ მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმაც გამოხატა.

თუმცა, ფეხბურთელის მამა მიიჩნევს, რომ მისი შვილი ესპანეთში თამაშს ამჯობინებს, თუ პარიზული გრანდიდან წასვლას შეძლებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ედინსონ კავანიმ „პსჟ“-ს ხელმძღვანელობას უკვე მიმართა გაშვების თხოვნით. მისი კონტრაქტი ამ კლუბთან მიმდინარე წლის ზაფხულში იწურება.