ედინსონ კავანიმ „ატლეტიკოსთან“ რამდენიმე თვის წინ გააფორმა კონტრაქტი
ედინსონ კავანიმ „ატლეტიკოსთან“ რამდენიმე თვის წინ გააფორმა კონტრაქტი

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ედინსონ კავანი არ გადავა მილანის „ინტერში”.

გაზეთ „ეკიპის“ ინფორმაციით, ურუგვაელმა რამდენიმე თვის წინ გააფორა წინსაწარი კონტრაქტი მადრიდის „ატლეტიკოსთან“.

აღნიშნავენ, რომ მხარეებმა მოილაპარაკეს ორწლიან ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი წელიწადში 10 მილიონ ევროს მიიღებს.

კავანი ერთ-ერთი ვარიანტი იყო „ინტერისთვის“ მას შემდეგ, რაც წარუმატებლად დასრულდა მოლაპარაკებები „ნაპოლის“ ფორვარდთან დრის მერტენსთან.

ურუგვაელის კონტრაქტი პსჟ-სთან 2020 წლის ზაფხულში იწურება, ასე რომ, კავანი ახალ კლუბში უფასოდ გადავა.

ამ სეზონში კავანიმ 14 მატჩი ჩაატარა საფრანგეთის ჩემპიონატში, ოთხი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.