ედინ ტერზიჩი ბილბაოს „ატლეტიკის“ მთავარი მწვრთნელი გახდება #1TVSPORT
ბილბაოს „ატლეტიკის“ მთავარი მწვრთნელი მომდევნო სეზონიდან ედინ ტერზიჩი გახდება. მხარეებმა შეთანხმებას თითქმის ყველა საკითხზე მიაღწიეს და 43 წლის სპეციალისტი ბასკურ კლუბს ჩაიბარებს.
გერმანელი მწვრთნელი აქამდე მხოლოდ „დორტმუნდში“ მუშაობდა – გუნდს 2020-2021 და 2022-2024 წლებში ხელმძღვანელობდა. მისი მწვრთნელობის დროს, 2022 წელს, „დორტმუნდმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში „ატლეტიკი“ 41 ქულით მეცხრე პოზიციაზე იმყოფება. გუნდის ამჟამინდელი დამრიგებელი ერნესტო ვალვერდე თანამდებობას სეზონის ბოლოს დატოვებს.