ედინ ჯეკომ სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო #1TVSPORT
ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრების თავდამსხმელმა, ედინ ჯეკომ სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
40 წლის ფეხბურთელი ნაკრებთან გამოსამშვიდობებელ მატჩს 2 ოქტომბერს ერთა ლიგაზე შვედეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს.
ჯეკოს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კარიერის დასრულებაზე ადრეც უფიქრია, განშორების სიტყვების დაწერა მისთვის მოულოდნელად მძიმე და ემოციური აღმოჩნდა.
გერმანული „შალკეს“ თავდამსხმელი ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრების ღირსებას 2007 წლიდან იცავდა. 19 წლის მანძილზე მან ნაკრების მაისური 151-ჯერ მოირგო და 73 გოლი გაიტანა.